Accessibility links

პაკისტანში აფეთქებას 90 ადამიანი ემსხვერპლა


მანქანაში ჩადებულმა ბომბმა პაკისტანში, ქალაქ ფეშავარში 90 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავდა ორასზე მეტი. აფეთქება ხალხით სავსე ბაზარში მოხდა. ეს მიმდინარე წელს პაკისტანში მომხდარი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, რომელიც აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩავიდა სამდღიან ვიზიტად ამ ქვეყანაში, ტერაქტი დაგმო და განაცხადა, რომ აშშ პაკისტანის მხარდამხარ იბრძოლებს ექსტრემიზმის წინააღმდეგ. აფეთქება მოხდა არმიის შეტევის ფონზე, რომელიც ავღანეთის საზღვართან, სამხრეთ ვაზირისტანში თალიბანთან დაკავშირებული მეამბოხეების წინააღმდეგ ხორციელდება. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შაჰ მაჰმუდ ყურეშიმ, კლინტონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პაკისტანის გადაწყვეტილებას შეებრძოლოს მეამბოხეებს, დღევანდელ თავდასხმა ვერ შეარყევს.
XS
SM
MD
LG