Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობამ 105-ს მიაღწია


პაკისტანის ქალაქ პეშავარში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 105-ს მიაღწია. მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ხალხმრავალი ბაზრის ტერიტორიაზე ამოქმედდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ეს აფეთქება არ შეცვლის მთავრობის გადაწყვეტილებას სამხრეთ ვაზირისტანში მეამბოხეებთან ბრძოლის გაგრძელების შესახებ. გუშინდელი აფეთქება დაემთხვა აშშ სახელმწიფო მდივნის - ჰილარი კლინტონის ვიზიტს პაკისტანში.
XS
SM
MD
LG