Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია ხუთშაბათის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს


ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიამ 28 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლების, რუსეთის, სამხრეთი ოსეთის წარმომადგენელთა და მეთვალყურეთა მიერ 16 ქართველოს დაკავების ადგილის მონახულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ადგილზე შეხვედრის მიზანი იყო ფაქტების დაზუსტება და ინციდენტის ყველასთვის მისაღები გზით გადაჭრის ცდა. ”ყველა მონაწილე ეთანხმებოდა აზრს, რომ 16-მა პირმა ადმინისტრაციული საზღვარი 100 მეტრზე ნაკლებით, დიდი ალბათობით - 30-დან 50 მეტრამდე მანძილით გადაკვეთა. მართალია, მოვლენის განსხვავებული ვერსიები გაისმის, ყველა შეთანხმდა, რომ ქართველებს საზღვარი ბოროტი განზრახვით არ გადაუკვეთავთ. შეხვედრის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დაკავებულ პირებს შეიძლება დაეკისროთ ადმინისტრაციული და არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და რომ შემგომი გამოძიების საჭიროება არ არსებობს. შეხვედრაზე დაასკვნეს, რომ უნდა გაუმჯობესდეს თანამშრომლობა დუშეთის რაიონულ პოლიციასა და რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს შორის; სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სატყეო დეპარტამენტებს შორის კი უნდა გააქტიურდეს ინფორმაციის გაცვლა, რომ თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი ინციდენტები. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას გუშინ 19 საათისთვის უნდა ეცნობებინა შემდგომი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის მესაზღვრეებმა მოითხოვეს, რომ იმ დრომდე მედიისთვის ინფორმაცია არ გამოქვეყნებულიყო. მეთვალყურეთა მისია თვლის, რომ დაკავებულები რაც შეიძლება მალე უნდა გაათავისუფლონ და ეს შემთხვევა გამოყენებული უნდა იქნეს მოსახლეობისთვის ტრანსსასაზღვრო საქმიანობის ხელშესაწყობად ჩარჩოს შექმნისთვის” - ვკითხულობთ ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის მიერ 28 ოქტომბერს, საღამოს გავრცელებულ პრესრელიზში.
XS
SM
MD
LG