Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი დეკემბერში მოსკოვს ეწვევა


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი დეკემბერში მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. ნატოს წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ”ვიზიტი, რომელიც 15-დან 17 დეკემბრამდე გასტანს, საშუალებას მისცემს რასმუსენს, განიხილოს და თუ შესაძლებელი იქნა, წინ წასწიოს ნატო-რუსეთის ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა - ავღანეთის საკითხზე კონკრეტული თანამშრომლობის თვალსაზრისით”. მიმდინარე თვეში რასმუსენმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ”გააფართოვოს” თავისი მოქმედება არსებული შეთანხმების ფარგლებში რუსეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთისკენ რკინიგზის საშუალებით არალეტალური ტვირთების გატარების თვალსაზრისით.
XS
SM
MD
LG