Accessibility links

logo-print

დაკავებულ ქართველებზე ინფორმაციას ოსური სააგენტოც ავრცელებს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევზე დაყრდნობით, ოსური საინფორმაციო სააგენტო ”რეს”-იც ავრცელებს ცნობას გუშინდელი შეხვედრის შესახებ: ”ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შესახებ ჟენევის შეთანხმებების შესაბამისად, სამუშაო ჯგუფების წევრები გაემგზავრნენ სამხრეთი ოსეთის ლენინგორის რაიონში იმ ადგილას, სადაც 25 ოქტომბერს რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს 16 მოქალაქე დააკავეს. ჩიგოევს ”რესისთვის” განუცხადებია: ”ადგილის დათვალიერების შედეგად, დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მართლაც დაარღვიეს სახელმწიფო საზღვარი და მნიშვნელოვნად ღრმად შევიდნენ სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე, რასაც სიტყვიერად დაეთანხმნენ ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიისა და საქართველოს წარმომდგენლები” - განუცხადებია ჩიგოევს. ”რეს”-ი წერს, რომ ჩიგოევის თქმით, ”ლენინგორის რაიონის პროკურორმა მეთვალყურეებსა და საქართველოს წარმომადგენლებს შეთავაზა შესაბამისი ოქმის ხელმოწერამ, თუმცა, მათ განაცხადეს, რომ მსგავსი ოქმის ხელმოწერის უფლებამოსილება არ გააჩნიათ. ჩიგოევის ცნობით, ამჟამად სამხრეთი ოსეთის პროკურატურის თანამშრომლები ფაქტის მოკვლევას განაგრძობენ”. ”დაკავებულებს სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად მოეპყრობიან. ჩემი მხრივ, შემიძლია მხოლოდ ვიმედოვნო, რომ მათ ისე მკაცრად არ დასჯიან, როგორც დაკავებულ ოსებს საქართველოს ხელისუფვლება ეპყრობა. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ხესტანოვი და ამზოევი, რომელიც ორ თვეზე მეტი ხნის წინ დააკავეს საქართველოში და კვლავაც პატიმრობაში რჩებიან. საქართველოს მხარის ინფრომაციით, მათ ციხე, ან მსხვილი ფულადი ჯარიმა ელით” - განუცხადებია მერაბ ჩიგოევს სააგენტო ”რეს”-ისთვის.
XS
SM
MD
LG