Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობაში საეჭვო ხალხი არავის შეუმჩნევია


დღეს პანკისის ხეობას საქართველოს პარლამენტარები, ექსპერტები, დიპლომატები და ჟურნალისტები ესტუმრნენ. ჩასულების მიზანი ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრება და ხეობაში არსებული სიტუაციის შესწავლაა. ამ დროისთვის, სტუმრები რამდენიმე სოფელს, მათ შორის - დუისსა და ჯოყოლას ესტუმრნენ. ადგილობრივების თქმით, ხეობაში საეჭვო ხალხი არ შეუნიშნავთ. დუისელები ირწმუნებიან, რომ ბოლო წლების განმავლობაში პანკისის ხეობაში ისეთი სიმშვიდეა, როგორც არასოდეს. ამას გარდა, ისინი ამბობენ, რომ შეუძლებელია პანკისის ხეობიდან ჩეჩნეთში, თუნდაც ინგუშეთში მარტივად გადასვლა, რადგან პანკისის ხეობასთან არანაირი საზღვარი არ გადის. ხოლო საზღვარი ისე მკაცრად კონტროლდება, რომ საქართველოში მცხოვრებ ქისტებსა და ჩეჩნებსაც კი გართულებული აქვთ ჩეჩნეთში გადასვლა.
XS
SM
MD
LG