Accessibility links

logo-print
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში, რუსი სამხედროების გადაწყვეტილებით, წინასწარი დაკავების იზოლატორი სოფლის ერთადერთ სკოლაში განთავსდება. ამის შესახებ, რადიო თავისუფლებას ლეკუხონადან აცნობეს.

გასულ კვირას ფსბ-ს წარმომადგენლებმა სკოლაში მშობლები, მასწავლებლები და სოფლის გამგებელი დაიბარეს და განუცხადეს, რომ სკოლაში საპატიმროს გახსნიან. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მოსწავლეებს განათლების მიღება ლეკუხონას მეზობელ სოფელ საბერიოში მოუწევთ. ეს უკანასკნელი კი ლეკუხონადან დიდი მანძილითაა დაშორებული. რუსებმა სკოლის შენობა საპყრობილესთვის იმიტომ შეარჩიეს, რომ ის ადმინისტრაციულ საზღვართან ძალიან ახლოსაა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის თორნიკე კილანავას განცხადებით, რუს სამხედროებს სურთ, რომ საზღვარზე დაკავებულების შემოწმება მთლიანად მათ ხელში იყოს.
XS
SM
MD
LG