Accessibility links

logo-print

პანკისელები ირწმუნებიან, რომ ხეობაში სიმშვიდეა


პანკისის ხეობა

პანკისის ხეობა

დღეს დილიდან პანკისის ხეობას ქართველი პარლამენტარები, ექსპერტები, დიპლომატები და ჟურნალისტები ესტუმრნენ. ჩასულების მიზანი ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრება და ხეობაში არსებული სიტუაციის შესწავლა იყო.

სტუმრები რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათგან მოისმინეს პასუხი კითხვებზე, არიან თუ არა პანკისის ხეობაში საეჭვო პირები ან შეიარაღებული ადამიანები. ადგილობრივების თქმით, ხეობაში საეჭვო ხალხი არ შეუნიშნავთ. დუისელები ირწმუნებიან, რომ ბოლო წლების განმავლობაში პანკისის ხეობაში ისეთი სიმშვიდეა, როგორც არასოდეს. ამას გარდა, ისინი ამბობენ, რომ შეუძლებელია პანკისის ხეობიდან ჩეჩნეთში, თუნდაც ინგუშეთში მარტივად გადასვლა, რადგან პანკისის ხეობასთან არანაირი საზღვარი არ გადის. ხოლო საზღვარი ისე მკაცრად კონტროლდება, რომ საქართველოში მცხოვრებ ქისტებსა და ჩეჩნებსაც კი გართულებული აქვთ ჩეჩნეთში გადასვლა.

მოსახლეობასთან საუბრის შემდეგ დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ ხეობაში ხალხი მშვიდად ცხოვრობს და პანკისის ირგვლივ სპეკულაციები უნდა შეწყდეს.

ხეობის მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ დიპლომატებმა ხალხის სოციალური პირობების გაუმჯობესების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
XS
SM
MD
LG