Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჯანაძის აგარაკი სახელოვნებო სკოლას გადაეცა


საქართველოს პარლამენტის ესქსპიკერის, ნინო ბურჯანაძის წყნეთის აგარაკი ჰამლეტ გონაშვილის სახელობის წყნეთის სახელოვნებო სკოლას გადაეცა. სკოლის აღსაზრდელები დღესვე შევიდნენ შენობაში და დაიწყეს მეცადინეობა. ორი ჩაშლილი აუქციონის შემდეგ ნინო ბურჯანაძის წყნეთის აგარაკი სახელმწიფოს განკარგულებაში გადავიდა. ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერის აგარაკი, რომელიც მას საქართველოს პრეზიდენტმა ერთი წლის წინ, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიჰყიდა, გადასახადებისა და ჯარიმის გადაუხდელობის გამო ორჯერ გაიტანეს აუქციონზე. პირველ აუქციონზე მისი საწყისი ღირებულება 12 მილიონ ლარამდე იყო, მეორეზე ფასი განახევრდა და მან დაახლოებით 6 მილიონ ლარამდე დაიწია.
ორივე აუქციონი მყიდველის არარსებობის გამო ჩაიშალა. ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით მესამე აუქციონი აღარ გამოცხადდა და აგარაკი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა.
XS
SM
MD
LG