Accessibility links

logo-print

ქარელის რაიონის მცხოვრები ხუთი მოქალაქე გაათავისუფლეს


ქარელის რაიონის ხუთი მკვიდრი, რომლების რაიონის ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, გაათავისუფლეს. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ვლადიმერ ჯუღელმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ისინი ცხინვალში გამართული სასამართლოს შემდეგ გაათავისუფლეს. მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო ადმინისტრაციული სასჯელი დაადეს. ერთ-ერთმა მათგანმა მედიას განუცხადა, რომ ისინი რუსმა ჯარისკაცებმა, რამდენიმე დღით სარდაფში ამყოფეს. ცნობით, მათ ფიზიკური ზეწოლის ნიშნები არ აქვთ. ქართულმა მხარემ, პირობა მიიღო, რომ დუშეთის რაიონში გატაცებულ, გრემისხევის 16 მკვიდრს ხვალ გაათავისუფლებენ. მცხეთა-თიანეთის გუბერნატორმა, ცეზარ ჩოჩელმა, იმედი გამოთქვა, რომ რუსული მხარე ამჯერად პირობას შეასრულებს.
XS
SM
MD
LG