Accessibility links

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში სამიტი დაიწყეს


კლიმატის ცვლილებება და ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულებაა მთავარი თემები ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ლიდერებმა დღეს საღამოს დაიწყეს შეხვედრა. ევროკომისიის რეკომენდაციით, ევროკავშირის ქვეყნები 15 მილიარდ ევროს გადაუხდიან განვითარებად ქვეყნებს 2013 წლამდე, კლიმატის შეცვლისგან მიღებული ზარალის გამო. ბრიუსელში უნდა მორიგდნენ, ვინ რამდენს გაიღებს. ამ სფეროში მიღებული გადაწყვეტილება იმოქმედებს დეკემბრისთვის კოპენჰაგენში დაგეგმილ, კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ გაეროს შეხვედრაზე.
ლისაბონის ხელშეკრულებას რაც შეეხება, ლიდერები შეეცდებიან შეთანხმდნენ რა შესთავაზონ პრაღას. ჩეხეთის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ დაუმტკიცებია ეს ხელშკრულება.
XS
SM
MD
LG