Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა ლისაბონის შეთანხმებასთან დაკავშირებით წინსვლას მიაღწია


ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებმა ლისაბონის შეთანხმებაში ჩეხეთის ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს. პრაღას საშუალებას მისცემენ არ მოაწეროს ხელი ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიას, სანაცვლოდ კი ჩეხეთი ლისაბონის ხელშეკრულებას შეუერთდეს. პრაღაში შიშობდნენ, რომ ქარტიაში ჩართვა საშუალებას მისცემდა ჩეხოსლოვაკიიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წასულ ათასობით ეთნიკურ გერმანელს დაბრუნებილიყვნენ და თავისი მიწა მოეთხოვათ. ბრიუსელში კლიმატის ცვლილებებზეც მსჯელობდნენ, თუმცა შეთანხმებას, თუ როგორ უნდა დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებს, ვერ მიაღწიეს.

XS
SM
MD
LG