Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტის დომენებს არალათინური დამწერლობითაც დაუშვებენ


ინტერნეტის მარეგულირებელი ორგანო აპირებს მიიღოს გადაწყვეტილება ისეთი ცვლილების შესახებ, რომელიც ინტერნეტის ორმოცწლიანი არსებობის განმავლობაში ყველაზე დიდი ცვლილება იქნება - დომენების სახელების სისტემა ისე შეიცვლება, რომ შესაძლებელი გახდება არალათინური ასო-ნიშნების ცნობა და თარგმნა. დომენების სახელების სისტემა ერთგვარი ტელეფონების წიგნის ფუნქციას ასრულებს - დომენის სახელს კომპიუტერისთვის გასაგებ ციფრების წყებად, ინტერნეტის პროტოკოლის მისამართად აქცევს. დომენების სახელების ინტერნაციონალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის ივნისში მიიღეს და ახლა სისტემის ტესტირება მიმდინარეობს. ინტერნეტს დღეს 1,6 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. აქედან, ნახევარზე მეტი იყენებს დამწერლობას, რომელიც ლათინურზე არ არის დაფუძნებული.

XS
SM
MD
LG