Accessibility links

ბირთვულ სფეროში გარიგების მთავარ საკითხს ირანი უარყოფს


დასავლეთის მედიის ცნობით, ირანმა, ჩანს, უარყო ბირთვულ სფეროში გაეროს მიერ მიღწეული გარიგების მთავარი ელემენტი. ამ გარიგებით უნდა შესუსტდეს დასავლეთის შეშფოთება, რომ ირანი ატომური იარაღი შექმნას ესწრაფვის. ირანმა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს, ვენაში, ხუთშაბთს წარუდგინა თავისი საპასუხო წინადადება. ირანის ოფიციალურ პირებს და სააგენტოს საჯაროდ არ განუცხადებიათ ირანის შეთავაზების დეტალები, რომლებსაც სააგენტომ უწოდა „თავდაპირველი“. დასავლეთის მედია, ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანმა გეგმის საკვანძო ელემენტებზე თქვა უარი. „ნიუ იორკ ტაიმს“ მოჰყავს მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატის ნათქვამი, რომ ირანის პასუხი „არსებითად უარყოფაა“. გარიგების თანახმად, ირანმა მცირედ გამდიდრებული ურანი რუსეთსა და საფრანგეთში უნდა გაიტანოს ბირთვულ საწვავად გადასამუშავებლად, რათა შემდეგ თეირანის კვლევით რეაქტორში მოიხმარონ.
XS
SM
MD
LG