Accessibility links

საინტერნეტო მისამართები მსოფლიოს ყველა ანბანზე იარსებებს


ინტერნეტის მარეგულირებელმა ორგანომ, ICENN-მა, გადაწყვიტა, რომ საინტერნეტო მისამართებში შეიძლება გამოყენებული იყოს არალათინურ დამწერლობაზე დაფუძნებული ანბანები. ეს ინტერნეტის ორმოცწლიანი არსებობის განმავლობაში ყველაზე დიდი ცვლილება იქნება - დომენების სახელების სისტემა ისე შეიცვლება, რომ შესაძლებელი გახდება არალათინური ასო-ნიშნების ცნობა და თარგმნა. დომენების სახელების სისტემა ერთგვარი ტელეფონების წიგნის ფუნქციას ასრულებს - დომენის სახელს კომპიუტერისთვის გასაგებ ციფრების წყებად, ინტერნეტის პროტოკოლის მისამართად აქცევს. დღემდე, საინტერნეტო მისამართების დაბოლოება, როგორიცაა "com" და სხვა სუფიქსები, მხოლოდ 26 ლათინური ასოთი შემოიფარგლებოდა. როცა გადაწყვეტილება საბოლოოდ ამოქმედდება, გაისად, შესაძლებელი გახდება ყველა ანბანის, მათ შორის არაბულის, სპარსულის, ქართულის და სხვათა, გამოყენება.
დღეს ინტერნეტს 1,6 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. აქედან, ნახევარზე მეტი იყენებს დამწერლობას, რომელიც ლათინურზე არ არის დაფუძნებული.
XS
SM
MD
LG