Accessibility links

logo-print

უკრაინაში სკოლები დაიხურა და საჯარო შეკრებები გაუქმდა ღორის გრიპის გამო


უკრაინის ხელისუფლებამ დახურა სკოლები, აკრძალა საჯარო შეკრებები და შეზღუდა მოსახლეობის გადაადგილება ქვეყანაში სამი კვირით მას მერე, რაც დადასტურდა, რომ ქვეყანაში ღორის გრიპის გამო პირველი ადამიანი გარდაიცვალა. პრემიერ- მინისტრმა იულია ტიმოშენკომ გამოაცხადა, რომ ვადა გაგრძელდება, თუ საჭირო იქნა. უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვების შემდეგ იმ 30 გარდაცვილიდან, რომლებსაც გრიპი ან პნევმონია ჰქონდათ, ერთი, H1N1 ვირუსით, ანუ ღორის გრიპით დაიღუპა.
XS
SM
MD
LG