Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ გრემისხევის 16 მკვიდრი გაათავისუფლეს


ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ 16 ქართველი გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, სასამართლომ საქართველოს მოქალაქეებს, 1000-1000 რუბლი ჯარიმად დააკისრა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ჯერჯერობით უცნობია, გადაიხადეს თუ არა ბრალდებულებმა ჯარიმა, ან როგორი წესით მოხდება ამ თანხის გადახდა. 16 გრემისხეველი რუსმა მესაზღვრეებმა დუშეთის რაიონთან 25 ოქტომბერს, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის და ხე-ტყის უკანონო ჭრისთვის დააკავეს.
XS
SM
MD
LG