Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გატაცებული გრემისხეველები ოჯახებს დაუბრუნდნენ


დუშეთის რაიონიდან გატაცებული 16 ქართველი ერგნეთის საგუშაგოდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გადმოიყვანეს. 5 დღიანი პატიმრობის შემდეგ გრემისხეველები შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა მცხეთის პოლიციაში მიიყვანეს. გამომძიებლებთან გასაუბრების შემდეგ ისინი ოჯახებს დაუბრუნდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით ტყვეებს ფიზიკური ზეწოლის კვალი არ ემჩნევათ.
XS
SM
MD
LG