Accessibility links

logo-print

ევროკავშირი ყოველწლიურად 50 მილიონ ევროს გამოუყოფს განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილებებთან გასამკლავებლად


ევროპის კავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 2020 წლამდე ყოველწლიურად 50 მილიონ ევროს გამოუყოფენ განვითარებად ქვეყნებს, რათა მათ კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავებაში დაეხმარონ. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, შვეციის პრემიერ-მინისტრმა ფრედრიკ რეინფელდტმა კმაყოფილება გამოთქვა მიღწეული შეთანხმების გამო და განაცხადა, რომ ეს შეთანხმება ევროკავშირს მყარ საფუძველს შეუქმნის ე.წ. „სათბურის გაზების“ ემისიის შემცირებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, რომელიც მიმდინარე წლის დეკებერში, კოპენჰაგენში დანიშნული გაეროს სამიტის ფარგლებში გაიმართება. თავად ევროკავშირი აპირებს, 2020 წლისთვის 20 პროცენტით შეამციროს „სათბურის გაზების“ ემისია.
XS
SM
MD
LG