Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გახდება ევროკავშირის მომავალი პრეზიდენტი


ევროპის კავშირის ლიდერებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას იმაზე, თუ ვინ გახდება კავშირის მომავალი პრეზიდენტი. ეს თანამდებობა შემოღებულ იქნება მას შემდეგ, რაც ევროპის კავშირის სტრუქტურების გარდაქმნის შესახებ მიღწეულ ე.წ. „ლისაბონის შეთანხმებას“ რატიფიკაციას გაუკეთებს ჩეხეთი - კავშირის წევრი ბოლო ქვეყანა, რომელსაც ეს ჯერ არ მოუხდენია. გუშინ ევროკავშირის ლიდერებმა პრაღას რამდენიმე სამართლებრივი მოთხოვნა დააკმაყოფილეს.
XS
SM
MD
LG