ინტერფაქსს მოჰყავს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ნათქვამი, რომ ამ ქვეყანაში ეგრეთწოდებული „ღორის გრიპით“ უკვე 48 ადამიანი დაიხოცა. უკრაინამ დახურა სკოლები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, მას მერე, რაც პარასკევს ეპიდემიის გავრცელება გამოცხადდა. იუშჩენკოს ინფორმაციით, ამჟამად იქ 150 ათასია ამ გრიპით დაავადებული. ეპიდემიამ იფეთქა ტერნოპოლის რეგიონში, იუწყებიან გრიპის საწინააღმდეგო წამლის ნაკლებობის შესახებ. ადრე, უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის უწყებამ გაარცელა ცნობა, რომ ღორის გრიპით დახოცილთა რიცხვმა მიაღწია 34-ს.
ყველაზე პოპულარული
1