Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი: ევროპულ ფირმებს ნაბუქოს გაზსადენის პროექტში ამ ქვეყნის ჩართვა სურთ


ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროპული ფირმები ირანთან მოლაპარაკებებს მართავენ, რათა ეს ქვეყანა შეუერთდეს ევროპის კავშირის გაზსადენის პროექტს, რომელიც ნაბუქოს სახელითაა ცნობილი. ნაბუქოს მიზანია, გაზის სფეროში რუსეთზე ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება შეამციროს. ირანის სახელმწიფო გაზის ექსპორტის კომპანიის დირექტორის, რეზა ქაზაიზადეს თქმით, ზოგიერთმა ევროპულმა ფირმამ დაიწყო ირანთან არაოფიციალური მოლაპარაკება, მაგრამ დეტალები არ გაუმხელია.
XS
SM
MD
LG