Accessibility links

logo-print

აშშ-მა ექვსი პატიმარი გუანტანამოდან პალაუში გადაიყვანა


აშშ-მა გუანტანამოს ციხის ექვსი ყოფილი პატიმარი (ეთნიკური უიგურები) წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფო პალაუში გადაიყვანა. იქ მათ ქვეყნის პრეზიდენტი ჯონსონ ტორიბიონგი დახვდა და მათთვის განკუთვნილ ახალ სახლში მიიყვანა. უიგურები გუანტანამოში, ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა ციხეში, ჰყავდათ დაკავებული, მაგრამ მოგვიანებით მათ ბრალდებები მოუხსნეს. ჩინეთმა უიგურების ექსტრადიცია მოითხოვა, განაცხადა რა, რომ ისინი სეპარატისტული მოძრაობის წევრები არიან. ვაშინგტონმა ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა - იმ მოტივით, რომ უიგურებს ჩინეთში დევნა ემუქრებათ - და პალაუს ხელისუფლებას ყოფილ პატიმართა მიღებაზე შეუთანხმდა.
XS
SM
MD
LG