Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გუშინ დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს


გუშინ, მოსკოვში, საპროტესტო შეკრების დროს დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს. ამის შესახებ, შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილებაზე დაყრდნობით, „ინტერფაქსის“ სააგენტო იუწყება. გუშინ ოპოზიციის აქტივისტებმა და ადამიანის უფლებათა დამცველებმა მოსკოვში მოაწყეს არასანქცირებული აქცია, რომლის მონაწილეები ქვეყნის კონსტიტუციის 31-ე მუხლის შესრულებას მოითხოვდნენ. ეს მუხლი რუსეთის მოქალაქეებს შეკრების თავისუფლებას ანიჭებს. პოლიციამ აქციის 70-მდე მონაწილე დააკავა, რომელთა ნაწილი გუშინვე გაათავისუფლა. დაკავებულებს შორის იყო ეროვნული ბოლშევიკური პარტიის დამაარსებელი ედუარდ ლიმონოვი. ოპოზიციის შემდეგი მიტინგი 31 დეკემბრისთვის დაინიშნა.
XS
SM
MD
LG