Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, აბდულას კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის თანაშემწეების განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, 7 ნოემბრისთვის დანიშნული ტური ჩატარდება მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატურა მოხსნა კარზაის ერთადერთმა მეტოქემ, აბდულა აბდულამ. კარზაის თანაშემწეებს არაფერი უთქვამთ არჩევნების დამაჯერებლობის პრობლემაზე, რომელიც თავს იჩენს არჩევნებში ერთადერთი კანდიდატის - ანუ კარზაის მონაწილეობის შემთხვევაში. აბდულამ დღეს გააკეთა განცხადება საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ - მიზეზია, მისი განმარტებით, ის გარემოება, რომ მთავრობამ და საარჩევნო კომისიამ არ შეასრულეს მისი მოთხოვენა სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის შესახებ. მან დაგმო არჩევნების მასობრივი, ძირითადად, კარზაის სასარგებლოდ გაყალბება 20 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამასთან, აბდულას თქმით, ის არ მოუწოდებს მომხრეებს კენჭისყრის ბოიკოტირებისაკენ.
XS
SM
MD
LG