Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი მაროკოში ვიზიტით აგრძელებს დიპლომატიურ მისიას ახლო აღმოსავლეთში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლიტონი დღეს მაროკოს ეწვია. ამ ვიზიტით ის აგრძელებს დიპლომატიურ მისიას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის განახლების მიზნით. კლინტონი არაბ კოლეგებს შეხვდება ფორუმზე, რომელიც რეგიონის მომავლის საკითხებს ეძღვნება. ამავე დიპლომატიური მისიის მსვლელობაში კლინტონმა ირანს მოუწოდა, დაყაბულდეს წინადადებას, რომელიც მას შესთავაზეს გამდიდრებული ურანის გადამუშავების თაობაზე. წინადადებით, რომელსაც შეერთებული შტატები და გაერო ემხრობიან, ირანმა თავისი დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის უდიდესი ნაწილი უნდა გააგზავნოს რუსეთსა და საფრანგეთში გადასამუშავებლად, რის შემდეგაც მას ისევ ირანში გააგზავნიან სამოქალაქო მიზნებისთვის გამოსაყენებლად. მიზანია, გაიფანტოს დასავლეთის შეშფოთება, რომ ირანი შესაძლოა მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანის დამზადებას ცდილობდეს ატომური ბომბის დასამზადებლად. ირანს ჯერ არ გაუცია ოფიციალური პასუხი წინადადებაზე, მაგრამ იუწყებიან, რომ ირანი წინადადებაში გარკვეული ცვლილების შეტანას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG