Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტისთვის მისაღებია საარჩევნო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება მეორე ტურთან დაკავშირებით


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, მისთვის მისაღებია ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, 7 ნოემბრისთვის დანიშნული ტურის თაობაზე. ამ შინაარსის განცხადება კარზაიმ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც აბდულა აბდულამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა მოხსნას თავისი კანდიდატურა, ანუ, უარი თქვას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, კარზაიმ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოისმინა აბდულას ეს განცხადება, მაგრამ გაუხარდებოდა, რომ აბდულას მიეღო მონაწილეობა კენჭისყრაში. დღესვე ავღანეთის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, 7 ნოემბრისთვის დანიშნული ტური ჩატარდება პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მონაწილეობით, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატურა მოხსნა კარზაის ერთადერთმა მეტოქემ, აბდულა აბდულამ. დამოუკიდებელ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, დაუდ ალი ნაჯაფის განმარტებით, კონსტიტუციის მიხედვით, დაშვებულია ასეთ პირობებში არჩევნების მეორე ტურის ჩატარება.
XS
SM
MD
LG