Accessibility links

logo-print

კოსოვოში ბილ კლინტონის ძეგლი გაიხსნა


კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ათასობით ეთნიკური ალბანელი შეიკრიბა ცერემონიაზე, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონის 3,5-მეტრიანი ძეგლის გახსნას მიეძღვნა. ცერემონიას თვით კლინტონიც დაესწრო. ბილ კლინტონი გმირია კოსოვოელი ალბანელებისთვის, რადგან მისი მმართველობის დროს დაბომბა ნატომ იუგოსლავია, რათა შეეჩერებინა სერბიის ჯარების სასტიკი ქმედება ეთნიკური ალბანელების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის დროს. ნატოს ოპერაცია 1999 წლის 24 მარტს დაიწყო. დღეს კლინტონი პირველად ეწვია კოსოვოს მას შემდეგ, რაც ამ რეგიონმა შარშან სერბიისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG