Accessibility links

logo-print

ირანში მალე გაასამართლებენ ბაჰაიზმის მიმდევრებს, ისრაელისთვის ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე


ირანის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო "ირნას" ცნობით, ბაჰაიზმის შვიდი მიმდევარი, ბრალდებული ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და მკრეხელობაში, მალე წარდგება სასამართლოს წინაშე. "ირნას" ცნობით, ირანის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალირეზა ავაიემ განაცხადა, რომ შვიდი ბრალდებულის სასამართლო პროცესი ახლო მომავალში გაიმართება. ბაჰაისტები 2008 წელს დააკავეს, მაგრამ პროცესი გადაიოდო ადვოკატების თხოვნით. მათ მეტი დრო მოითხოვეს მოსამზადებლად. მანამდე ირანმა ბრალდებულები ისრაელთან კავშირში დაადანაშაულა, რომ ისინი ისრაელის სახელმწიფოსაგან იღებდნენ დავალებებს ისლამური სისტემის წინააღმდეგ ზომების განსახორციელებლად. ბაჰაისტები უარყოფენ ამ ბრალდებას. ბაჰაიზმი მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბებული მონოთეისტური რელიგიაა, რომელსაც მთელს მოსფლიოში რამდენიმე მილიონი მიმდევარი ჰყავს.
XS
SM
MD
LG