Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩავიდა


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი რუსეთში ჩავიდა ორდღიანი ვიზიტით, რომლის მიზანიც არის ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის გაუმჯობესება. მილიბენდი კვირასვე შეხვდა რუს კოლეგა სერგეი ლავროვს. საქმე ეხება გავრცელებული ინფორმაციით, კერძო შეხვედრას. საუბარი უნდა გაგრძელდეს ხვალ, მილიბენდი აპირებს ასევე მოლაპარაკებას რუსული ბიზნესის ლიდერებთან და პოლიტურ მოღვაწეებთან. ის ბრიტანეთის საგარეო უწყების პირველი ხელმძღვანელია, რომელიც ბოლო ხუთ წელიწადზე მეტი ხნის პერიოდში სტუმრობს რუსეთს. ურთიერთობა დაძაბულია 2006 წელს ლონდონში ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგ. მოსკოვი უარს ამბობს, ბრიტანეთს გადასცეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ანდრეი ლუგოვოი, რომელიც ლიტვინენკოს მკვლელობის გახმაურებული ამბის შემდეგ რუსეთის პარლამენტის წევრი გახდა.
XS
SM
MD
LG