Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, შესაძლოა, ზამთრის დადგომამდე დაამარცხონ თალიბანი ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონში


პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრ მახმუდ შაჰ მაჰმუდ ყურეშის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებს იმედი აქვთ, რომ ზამთრის დადგომამდე გაანადგურებენ თალიბანს ავღანეთის მოსაზღვრე მთიან რეგიონში. ამის შესახებ ყურეშიმ დღეს მალაიზიაში უთხრა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, ოპერაცია სამხრეთ ვაზირისტანში დიდი წარმატებით მიმდინარეობს. წინააღმდეგობა, პაკისტანელი მინისტრის თქმით, არც ისე ძლიერია, როგორც მოელოდნენ. ამასობაში, პაკისტანელმა გენერალ-ლეიტენანატმა ნადიმ აჰმადმა განაცხადა, რომ ბრძოლების გამო რეგიონიდან 250 000-მდე ადამიანია გაქცეული. პაკისტანმა ოქტომბერში წამოიწყო ოპერაცია სამხრეთ ვაზირისტანში ბოლო წლებში გაძლიერებული თალიბანის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG