Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონში დაკავებული ორი ქართველი გაათავისუფლეს


გალის რაიონში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ორი ქართველი, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თორნიკე კილანავას განცხადებით, რუსმა მესაზღვრეებმა ორი ქართველი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი, ჯარიმის გადახდის საფუძველზე გაათავისუფლეს. რუსმა ოკუპანტებმა ქართველები დღეს გალის რაიონის სოფელ თაგილონიდან გაიტაცეს. ისინი შემოვლითი გზით ზუგდიდის რაიონში თხილის გადატანას ცდილობდნენ.
XS
SM
MD
LG