Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის კურორტზე ღორის გრიპის გამო სასტუმრო დაიკეტა


რუმინეთში, მაღალმთიან კურორტ სინაიაში ღორის გრიპის შემთხვევათა სიმრავლის გამო სასტუმრო დაიკეტა. სასტუმროში კონფერენციაზე ჩასული 40 რუმინელი და უცხოელი სტუდენტი ვირუსით დაინფიცირდა. სტუდენტები ბუქარესტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუმინეთის სახელმწიფო მდივანი ჯანდაცვის საკითხებში აცხადებს, რომ ღორის გრიპის ვირუსი სასტუმროში პორტუგალიელი ქალისგან გავრცელდა, რომელმაც ორდღიანი ავადმყოფობის შემდეგ უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე და სასტუმროში დარჩა.
XS
SM
MD
LG