Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობამ იმატა


უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში გრიპის, მათ შორის H1N1 ვირუსით უკვე 64 ადამიანი დაიღუპა, დაავადებულთა რაოდენობა კი - 191 ათასამდე გაიზარდა. მაღალპათოგენური გრიპის ეპიდემიის გამო, უკრაინის მთავრობამ ქვეყნის 9 დასავლეთ ოლქში კარანტინი გასული პარასკევიდან გამოაცხადა. დღეიდან, კიევის ადმინისტრაციის საგანგებო განკარგულებამდე, უკრაინის დედაქალაქში ყველა სასწავლო დაწესებულება დაიხურა. ეპიდემიის გამო, სპეციალური ავიარეისით შვეიცარიიდან უკრაინაში გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატის, „ტამიფლუს“ მარაგი ჩაიტანეს. შექმნილი ვითარების გამო, კიევში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური მისია ჩავიდა.
XS
SM
MD
LG