Accessibility links

logo-print

საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევათა მატებას იანვრისთვის ელიან


საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევათა მომატება მოსალოდნელია სეზონური გრიპის პერიოდში, რომელიც როგორც წესი, იანვარს ემთხვევა - ამის შესახებ თბილისში გამართულ ბრიფინგზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა. ალექსანდრე კვიტაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს კარანტინის გამოცხადება არ დასჭირდება. მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში დღემდე H1N1 ვირუსით ინფიცირების 27 ე.წ. შემოტანილი შემთხვევაა აღრიცხული.
XS
SM
MD
LG