Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები თბილისში არ გამოუშვეს


ახალგორის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოსახლეობის მიმოსვლა არ შეწყვეტილა. კვირას შეზღუდვა მხოლოდ ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის 22 მოსწავლეს შეეხო. როგორც რადიო თავისუფლებას ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ყოჩიშვილმა აცნობა, მოსწავლეები თბილისისკენ ახალგორის ოსური ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ბარათაშვილის მითითებით არ გაატარეს. ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეების მიერ შექმნილი კოსტიუმების ჩვენება თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, გუშინ უნდა გამართულიყო.
XS
SM
MD
LG