Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო ადმინისტრაცია საზღვარზე კვოტისა და გადასახადის დაწესებას აპირებს


ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაცია ნოემბრიდან ე.წ. საზღვარზე გადასვლის რეჟიმის შეცვლის ინიციატივით გამოდის. ოსური ადმინისტრაციის მეთაურის, ალან ჯუსოევის აზრით, საზღვარზე გადამსვლელთათვის კვოტა და გადასახადი უნდა დაწესდეს. გარდა ამისა, ქართული მხრიდან ახალგორის დენით და ბუნებრივი აირით არასრულფასოვანი მომარაგების გამო, ჯუსოევი ქართული სოფლებისთვის წყლის შეწყვეტის ინიციატივითაც გამოვიდა. ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ყოჩიშვილის განცხადებით, ჯუსოევის ინიციატივა როგორც ქართული, ისე ოსური მოსახლეობისთვის მიუღებელია. მისი თქმით, დე ფაქტო ადმინისტრაციის მეთაურის ინიციატივას მოწინააღმდეგეები ჰყავს როგორც ახალგორის, ისე ცხინვალის პოლიტიკურ წრეებშიც.
XS
SM
MD
LG