Accessibility links

logo-print

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აღარ ჩატარდება


ავაღანეთის საარჩევნო კომისიის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აღარ ჩატარდება. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს, დაუდ ალი ნაჯაფის დეტალებზე არაფერი უთქვამს, მაგრამ კომისიის სხვა მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მეორე ტური გაუქმდა. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ გაინაღდა მეორე ვადით პრეზიდენტობა მას მერე, რაც მისმა მთავარმა მეტოქემ, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდულა აბდულამ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რადგან თვლის, რომ ის არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მეორე ტური მას მერე დაინიშნა, რაც გაეროს ხელშეწყობით მოქმედმა გამომძიებლებმა დაადასტურეს, რომ დარღვევები მოხდა, პირველ რიგში კარზაის სასარგებლოდ, არჩევნების პირველ ტურში, 20 აგვისტოს. დღესვე, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა განაცხადა, რომ გაერო მიემხრობა და პატივს სცემს საარჩევნო კომისიის ყოველგვარ გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG