Accessibility links

logo-print

ამერიკელი სამხედროებისა და ქართველი მოქალაქეების დაპირისპირებას ოფიციალური სტრუქტურები გამოეხმაურნენ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებსა და ამერიკელ სამხედროებს შორის თბილისში, გასულ საღამოს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. სასტუმრო ”ვარაზთან” მომხდარ დაპირისპირებას სამინისტრო დიპლომატიური სკანდალის საფუძვლად არ მიიჩნევს. ამასთან, სააგენტო მედია-ნიუსი სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინციდენტში მონაწილე ამერიკელი სამხედროები შესაძლოა, შეერთებულმა შტატებმა საქართველოდან გაიწვიოს. თავის მხრივ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს მხოლოდ ის განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია გროვდება.
XS
SM
MD
LG