Accessibility links

logo-print

საქართველო სომხეთს ლარსს გაუხსნის, თუ მოსკოვი თბილისს მოუსმენს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო რუსეთიდან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გასახსნელად, თბილისი მოლაპარაკებას აწარმოებს მოსკოვთან. დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განმარტა, რომ მიმდინარეობს საქართველოს მოლაპარაკება სომხეთთან, რომელიც თავის მხრივ, კონსულტაციებს რუსეთთან აწარმოებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო მზად არის მეზობელი სომხეთის ინტერესები გაითვალისწინოს და ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნას, თუ მოსკოვი თბილისის პირობებს დააკმაყოფილებს.
XS
SM
MD
LG