Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამიდ კარზაი პრეზიდენტია


ჰამიდ კარზაი
ჰამიდ კარზაი
ავღანეთში დასრულდა ორთვიანი პოლიტიკური გაურკვევლობა. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისაიმ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური აღარ ჩატარდება და რომ ავღანეთის პრეზიდენტის პოსტზე კვლავ ჰამიდ კარზაი დარჩება. საარჩევნო კომისიას სასწრაფო გადაწყვეტილების მიღებისაკენ გაეროს გეენრალურმა მდივნამ ბან კი მუნმაც მოუწოდა, რომელიც ავღანეთში ჩაფრინდა.

ორშაბათს, ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აზიზულა ლუდინმა გაუქმებულად გამოაცხადა 7 ნოემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არცევნების განმეორებითი ტური და ქვეყნის პრეზიდენტად ჰამიდ კარზაი გამოაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრის დროს ქაბულში, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აზიზულა ლუდინმა განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები და შემდგომი პოლიტიკური დაძაბულობის თავიდან აცილება გახდა მთავრი მიზეზი, რის გამოც კომისიამ უარი თქვა 7 ნოემბრის არჩევნების ჩატარებაზე.

“ყველა არგუმენტისა და კონსტიტუციის 156-ე, ასევე საარჩევნო კომისიის 49-ე მუხლების თანახმად, საარჩევნო კომისია აცხადებს ჰამიდ კარზაის, არჩევნების პირველ ტურში წამყვან და მეორე ერთადერთ კანდიდტას, არჩეულ პრეზიდენტად.”


ავღანეთსი საარცევნო კომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ავღანეთში მყოფმა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მოუწოდა კომისიას, რომ არცევნებტან დაკავშირებით სასწრაფოდ მიეღო გადაწყვეტილება.

სიტუაცია ასს შემდეგ გახდა გაურკვეველი, რაც განმეორებით არჩვენებამდე ერთი კვირით ადრე პრეზიდენტის პოსტზე ჰამიდ კარზაის მთავრმა მეტოქემ აბდულა აბდულამ განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად უარს ამობობს მიიღოს მონაწილოება არჩევნების განოერებით ტურში.

ქაბულში მყოფი ბან კი მუნი 2 ნომებერს ცალ-ცალკე შეხვდა როგრო ქვეყნსი მოქმედ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის, ასევე მის მეტოქეს, ავღანეთის ყოფილ საგარეო სამქეთა მინისტრ აბდულა აბდულას. ქაბულში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გაეროს გეენრალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ავღანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიას შეძლებდა კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.

“მე გზაში ვიყავი, როცა შევიტყვე ბატონ აბდულა აბდულას გადაწვყეტილებსი თაობაზე, რომელმაც უარი თქვა მოერ ტურში მონაწილეობაზე. Mე დარწმუნებული ვარ, რომ დაცული იქნება კანონი მოთხოვნები და პროცესუალური ნორმები. ხოლო ავღანეთის დამოუკიდებელ საარცევნო კომისია კონსტიტუციურად გამართულ გადაწყვეტილებას მიირებს. “

იმავდროულად ავღანეთის მედიაში გაჩნდა ვარაუდები, თითქოს დასავლეთის სახელმიწფოების დიპლომატები არ ემხრობოდნენ არჩევნების მეორე ტურის გამართავს მას შემდეგ, რაც აბდულა აბდულამ მასში მონმაწილეობაზე უარი თქვა.

განმეორებითი ტურის არჩევნების დანიშვნა ავღანეთში მას შემდეგ გადაწყდა, რაც გაერთიანებული ერების საგამოძიებო კომისიამ მოიპოვა მრავლობითი ფაქტები 20 აგვისტოს არჩევნების პროცესში მომხდარი დარღვევებზე. გაერთიანმებული ერების ორგანზიცისი გენერალური მდივან ბან კი მუნი ავრანეთში სოწრე სოლიდარობის გაეროს თანამშორმელბის მხარდასაჭრად ჩავიდა, რომლებიც ავღანეთის მთავრობას სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებისათვის ეხმარებიან. გასულ კვირაში ავრანეთის დედაქალაქში გაეროს სასტუმროზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, ორგანიზაციის გაეროს 5 უცხოელი წევრი და 2 ავღანელი მუშაკი დაიღუპა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG