Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რუსეთი 9 ნოემბერს განაახლებენ მოლაპარაკებას სტრატეგიული შეიარაღების ახალ ხელშეკრულებაზე


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 9 ნოემბერს განახლდება შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება ხელშეკრულებაზე, რომელიც უნდა ჩაენაცვლოს 1991 წელს ხელმოწერილ „სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულებას“, ე.წ. START-ს. ამ დოკუმენტის მოქმედების ვადა წელს, 5 დეკემბერს ამოიწურება. აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები დეტალებზე მუშაობენ, მას შემდეგ, რაც ახალი ხელშეკრულების შესახებ შეთანხმებას ივლისში მიაღწიეს ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, ბარაკ ობამამ და დმიტრი მედვედევმა. კრემლის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, სერგეი პრიხოდკომ გასულ თვეში, ჟენევაში 11-დღიანი მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები „სერიოზულ წინსვლას“ აღწევენ.
XS
SM
MD
LG