Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გავლენიანი ბიზნესმენი მოკლეს


მოსკოვში მოკლეს რუსული წარმოშობის ისრაელი ბიზნესმენი, შაბტაი კალმანოვიჩი, რომელიც ქალთა საკალათბურთო კლუბ „სპარტაკის“ პრეზიდენტი იყო. სამართალდამცავი ორგანოების ვარაუდით, საქმე დაკვეთილ მკვლელობას ეხება. კალმანოვიჩის მანქანას დღეს საღამოს ცეცხლი გაუხნეს, ის ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მძღოლი მძიმედ დაიჭრა. კალმანოვიჩი სავაჭრო და სამშენებლო ბიზნესით იყო დაკავებული.
XS
SM
MD
LG