Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის ტრიბუნალის პროკურორმა კარაჯიჩს დააკისრა სრებრენიცაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტისთვის პასუხისმგებლობა


გაეროს სამხედრო ტრიბუნალის პროკურორმა რადოვან კარაჯიჩს დააკისრა პასუხისმგებლობა სრებრენიცაში 1995 წლის ივლისში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტისთვის. ბოსნიის ომის დროს, როცა კარაჯიჩი ბოსნიელი სერბების ლიდერი იყო, სრებრენიცაში 8 000-მდე მუსულმანი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს. როგორც ჰააგაში განთავსებულ გაეროს ტრიბუნალზე კარაჯიჩის სასამართლო პროცესის დროს განაცხადა პროკურორმა ალან ტიგერმა, კარაჯიჩი გენოციდზე პასუხისმგებლობას უარყოფს იმიტომ, რომ იცის - „სიმართლე მას ჰგმობს“. კარაჯიჩი უარს ამბობს სასამართლოში გამოცხადებაზე. ის ირწმუნება, რომ კიდევ 8 თვე სჭირდება თავდაცვის მოსამზადებლად. მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, ის ხვალ აპირებს დასწრებას სასამართლოს სხდომაზე. კარაჯიჩი თვითონვე იცავს საკუთარ თავს. მისთვის წაყენებულ ბრალდებებს შორის გენოციდისა და სამხედრო დანაშაულების ბრალდებებია.
XS
SM
MD
LG