Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 35 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანის ინფორმაციის მინისტრის განცხადებით, თვითმკვლელის მიერ ქალაქ რავალპინდიში მოწყობილმა აფეთქებამ 35 ადამიანი შეიწირა. რავალპინდიში პაკისტანის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინებია განთავსებული. აფეთქება, სავარაუდოდ, მოეწყო თალიბანის წინააღმდეგ პაკისტანის არმიის ოპერაციის საპასუხოდ. ეს ოპერაცია ავღანეთის მოსაზღვრე სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG