Accessibility links

logo-print

ობამა კარზაის კორუფციის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანელ კოლეგა ჰამიდ კარზაის მოუწოდა ავღანეთის მართვის ისტორიაში ”ახალი თავი დაეწერა”. სატელეფონო საუბარში ობამამ მოუწოდა კარზაის გაეძლიერებინა კორუფციასთან ბრძოლა. საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც ავღანეთის საარჩევნო კომისიამ ჰამიდ კარზაი ავღანეთის პრეზიდენტად გამოაცხადა და გააუქმა მეორე ტური. კომისიამ გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც კარზაის მთავარმა მეტოქემ, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდულა აბდულამ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რადგან თვლიდა, რომ ის არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი.

XS
SM
MD
LG