Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის პრეზიდენტობისთვის, სავარაუდოდ, 5 კანდიდატი იბრძოლებს


ქალაქი სოხუმი
ქალაქი სოხუმი
თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის მსურველთა რეგისტრაცია გუშინ დასრულდა. მათი დოკუმენტების კანონთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ გადაწყდება, ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში 12 დეკემბერს.

თვითაღიარებული აფხაზეთის ექსპრეზიდენტთან, სერგეი ბაღაბშთან ტანდემში იბრძოლებს ალექსანდრე ანქვაბი - ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. მათ წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ ოპოზიციონერი კანდიდატები: ბიზნესმენი და ოპოზიციური პარტიის ”ეკონომიკური განვითარება” კანდიდატი ბესლან ბუტბა, აფხაზეთის საზღვაო ფლოტის დირექტორი ზაურ არძინბა, ფილოსოფიისა და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ვიტალი ბგანბა. ყველა ამ კანდიდატს ოპოზიციური ძალები უჭერენ მხარს.

ვისი მხარდაჭერით და ვისთან ერთად იბრძოლებს ექს ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა? თავად რაულ ხაჯინბა საინიციატივო ჯგუფმა წამოაყენა და არა ოპოზიციამ. კანონის თანახმდა, ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს. კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო დღემდე ხაჯინბას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ცნობილი არ იყო. იგი არის ოპოზიციონერი ვასილ ავიცბა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, აფხაზეთის ექსპრეზიდენტ სერგეი ბაღაბშის ოპოზიციონერი და თვითგამოცხადებული აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას მომხრე.

აფხაზეთის საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მოქალაქეები, თავისუფლად ფლობეს სახელმწიფო ენას - აფხაზურს, იყოს 35-დან 65 წლამდე ასაკის, ბოლო 5 წელი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთში. პრეზიდენტს ირჩევენ 5 წლით და ერთ კანდიდატს შეუძლია მიმდევრობით, ორჯერ იყოს არჩეული.
XS
SM
MD
LG