Accessibility links

logo-print

ორი თვის წინ დაკავებული 6 ლამისყანელი ისევ ცხინვალშია


კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რუსი მესაზღვრეების მიერ ახალგორის მიმდებარე ტყეში დაკავებული 6 ქართველის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებისგან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან რეაგირებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში - გზის გადაკეტვითა და პერმანენტული აქციების მოწყობით იმუქრებიან.

ახალგორის ტყეში შეშის მოსაჭრელად გასული 6 ქართველი დაახლოებით 2 თვის წინ დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მათ ხე-ტყის უკანონო ჭრისა და საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს. ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულებს ხე-ტყის კონტრაბანდის ბრალდება მოუხსნეს და მხოლოდ საზღვრის უკანონო გადალახვის ბრალდება დაუტოვეს.
XS
SM
MD
LG