Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში უგზო-უკვლოდ დაკარგულ 5 ადამიანს ეძებენ


ცხინვალში, ერთი წლის წინ უგზო-უკვლოდ დაკარგული დე ფაქტო რესპუბლიკის 5 მოქალაქის ნათესავები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას ახლობლების მოძიებაში დახმარებას სთხოვენ. აქციის მონაწილეები პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა მიიღო. მან დაკარგულების ნათესავებს პირობა მისცა, რომ ამ საკითხს ჟენევის დისკუსიის დროს დასვამს. ჩოჩიევი დაკარგულ ოს მოქალაქეებს ქართული სპეცსამსახურების მიერ გატაცებულებად მიიჩნევს. ცხინვალის ტელევიზიით გამოსვლისას მან ქართულ მხარეს დაკარგულთა მოძიება კატეგორიულად მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკაცრი ზომების გატარებით დაიმუქრა. ქართული მხარე ოსი მოქალაქეების გატაცების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და მათ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევს. ერგნეთის ბოლო შეხვედრის დროს, დაკარგულების შესახებ, რადიო თავისუფლების კითხვაზე შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ მათ კვალს ქართველი სამართალდამცავები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

XS
SM
MD
LG