Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ლისაბონის ხელშეკრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო


ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება ჩეხეთის კონსტიტუციას. ეს გადაწყვეტილება გზას უხსნის ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიკაციას. ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის ერთადერთი წევრი სახელმწიფოა, რომელშიც ჯერ არ არის რატიფიცირებული ეს დოკუმენტი. ის, ძალაში შესასვლელად, ევროკავშირის 27-ვე წევრში დამტკიცებას საჭიროებს. ჩეხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭერა ლისაბონის ხელშეკრულებას, რომელიც 27-წევრიანი ბლოკის მართვის რეფორმას ითვალისწინებს, მაგრამ ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა უარი თქვა რატიფიკაციის პროცესის დასრულებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
XS
SM
MD
LG